თეონა აქუბარდია შალვა პაპუაშვილს - გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში ვუჩივლებთ

გთავაზობთ, ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტი, სადაც რუსეთის გავლენის შემცირებაზეა აქცენტი და არა დასავლეთის მტრად გამოცხადებაზე, დააყენოთ პლენარულ სხდომაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ სრული შესაძლებლობა გვექნება პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში გიჩივლოთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს განუცხადა.

პარლამენტის წევრის თქმით, როდესაც აღნიშნულზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება ცნობილი, ის აუცილებლად შეეხება ე.წ უცხოელი აგენტების შესახებ ორ ძირითად პროექტსაც.

აქუბარდიას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ დაარღვია ალტერნატიული კანონპროექტის წარმდგენი დეპუტატების კონსტიტუციური უფლება.

„თქვენ ვალდებული იყავით პროცედურულად ნომერი მიგეცათ და გაგეგზავნათ წამყვანი კომიტეტისთვის და თქვენ როდესაც ეს არ გააკეთეთ, ამით შელახეთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება სრულიად ახსნა-განმარტების გარეშე. როგორც ჩანს, [თქვენთვის] დისკომფორტულია რუსეთის მტრად გამოცხადება და რუსეთის გავლენებთან ბრძოლა“, - აღნიშნა აქუბარდიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, რადგან პარლამენტის წევრის საკანონმდებლო ინიციატივა ბიურომ არ დაარეგისტრირა, ალტერნატიული კანონპროექტი, სასესიო სხდომაზე იყოს წარდგენილი.

„წინააღმდეგ შემთხვევაში არსებითი დარღვევით მიღებული კანონი, როდესაც პარლამენტი არ იხილავს მასთან ერთად წარდგენილ ალტერნატიულ კანონპროექტს, არის კანონის მიღების წესის არსებითი დარღვევა, რომელიც მას ხდის არალეგიტიმურს, არაკონსტიტუციურს“, - დასძინა აქუბარდიამ.

აქუბარდიას პასუხად, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი „მართალია, ტონი დაბალი, მაგრამ შინაარსი ძალიან ხმამაღალი იყო“.

პაპუაშვილის თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი ბიუროსთვის არ წარუდგენიათ.

„არაფერი წარდგენილი ბიუროს არ ჰქონდა. ბიურომდე, როგორც ორგანოსადმი, ეს დოკუმენტი არ მოსულა, ვინაიდან რამდენიმე წუთით ადრე მიეცა აპარატს. პროცედურები უნდა დაიცავთ“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმითვე, „ეს თქვენი საკანონმდებლო ინიციატივა ნუ ფიქრობთ, რომ არის აბსოლუტური უფლება, არამედ ეს არის ჩამჯდარი პროცედურულ ჩარჩოში“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა