ბადრი ჯაფარიძე - წინააღმდეგობას გავუწევთ ყველა იმ ნაბიჯს, რაც აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელს უშლის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს - ეს პროცესი ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას აზიანებს

პარტია „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე იტალიის ელჩს საქართველოში, ენრიკო ვალვოს შეხვდა.

საუბრის მთავარი თემა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი იყო.

როგორც შეხვედრის შემდეგ ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მას იტალიის ელჩთან ჰქონდა ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო საუბარი იმ პროცესებზე, რომელიც ამჟამად ქვეყანაში მიმდინარეობს.

მისივე თქმით, დიპლომატს გააცნო „ლელოს" პოზიცია ე.წ. აგენტების კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ბრიუსელში შეფასდა, როგორც ევროპული ღირებულებების წინააღმდეგ მიმართული კანონპროექტი.

„ცხადია, იტალია, როგორც ევროკავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წევრი, აბსოლუტურად მხარს უჭერს ჩვენი ხალხის მისწრაფებას, ჩვენი სახელმწიფოს ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ იტალიის მხარდაჭერა გაგრძელდება.

„იტალიის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაგრძელდება ისე მტკიცედ, როგორც იყო, მაგრამ ეს პროცესები იტალიის მხრიდან შეფასდება, როგორც ამას აფასებს ევროკავშირი და ბრიუსელი. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ევროპული მხარე სრულად იყოს ინფორმირებული დემოკრატიული ოპოზიციის მიზნებზე და იმ წინააღმდეგობებზე, რომელსაც ამ კანონპროექტის მიღებას გავუწევთ. „ქართული ოცნება" დღეს მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს ეს კანონპროექტი პირველი მოსმენით, რომ მისი მიზანი შეასრულოს. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, ჩვენი ევროპელ მეგობრები სრულად იყვნენ ინფორმირებული, რომ ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა წინააღმდეგობას გავუწევთ ყველა იმ ნაბიჯს, რაც აზიანებს საქართველოს ევროპულ მომავალს და ხელს უშლის ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. ეს პროცესი პირდაპირ აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის