რომან გოცირიძე - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“, ყაველაშვილს ორჯერ მეტი პრემია გინებისთვის - გამომუშავებაზე ხართ

საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ - ახლა უყურებს ის კაცი სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან „ქართული ოცნებისა“ და „ხალხის ძალის“ დეპუტატებს მიმართა, რომ სრულ იზოლაციაში არიან და ამას ძალიან კარგად გრძნობენ.

„თქვენ შეგიძლიათ დაასახელოთ საქართველოში ერთი წესიერი ადამიანი, რომელიც ამ კანონს უჭერს მხარს? მთელი მსოფლიო, რომ თქვენს საწინააღმდეგოდ დაირაზმა და ყველამ ზურგი გაქციათ ეს ყველამ კარგად იცით, მაგრამ მომხრე ვინ გყავთ? „იმედზე“ რომ 5-6 ნაყარნუყარა ექსპერტი გამოდის და 3 აქედან „კა-გე-ბეს“ ყოფილი აგენტი რომ იყო? ხართ სრულ იზოლაციაში. ძალიან კარგად გრძნობთ ამას, ამიტომ იმძლავრა ემოციებმა, არ მოგწონთ მოღალატე რომ გიწოდეს. ანდა, რა წესი იყო ერთ ადამიანს ჯოგურად, ტურებივით რომ მიესია 30 კაცი?! ბრბოს ინსტინქტია. ახლა შეიძლება გრცხვენიათ და გაყურსულები სხედხართ, მაგრამ რას დაესიეთ თავს ადამიანს, რომელმაც სწორი შეფასება მოგცათ? არ მოგწონთ მოღალატის სახელი? მონა მოგწონთ?

ამერიკის შეერთებულ შტატებში კანონი სხვანაირად მუშაობს, ვიდრე საქართველოში ამერიკული კანონი რომც იყოს. არ არის ეს ამერიკული კანონი, მაგრამ რომც იყოს, ვინაიდან, საქართველოში კანონი არ მუშაობს. საქართველოში მუშაობს ბიძინა ივანიშვილის ნება, რომლის მონური შემსრულებლები ხართ თქვენ. ახლა უყურებს ის კაცი, სადღაც ჭორვილაში, თუ შუშის სასახლეში, უჭირავს კალამი და შეხედავს ხუნდაძეს - „ყოჩაღ ხუნდაძე“, პლუსს გაუკეთებს, „შენ ამდენი და ამდენი პრემია“. ყაველაშვილს ორჯერ მეტი, იმიტომ რომ დედა აგინა აგერ დეპუტატს. გამომუშავებაზე ხართ. აი, ეს არის სიმართლე,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან