მიხეილ სარჯველაძე - ბატონი პაატა მანჯგალაძე „გარტყმაში“ არ არის რა ხდება - სრულიად უტიფრად და ფლიდურად ტყუის ქალბატონი დეკანოიძე

ბატონი პაატა მანჯგალაძე, გავბედავ და ვიტყვი ჟარგონით, რომ "გარტყმაში" არ არის უბრალოდ რა ხდება, ასე ჟარგონულად შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ, რომ სრულად ასახავს მდგომარეობას, რაც მას სჭირს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხელს უშლიან საზოგადოებისთვის სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდებას და ავრცელებენ ტყუილს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტზე, რომელიც პარლამენტში განიხილება.

„მე, რა თქმა უნდა, არ მეყოფა დრო, რომ აქ გამოთქმულ ტყუილებს, ღვარძლის ნიაღვარს, ემოციების ხარჯზე ოპოზიციისთვის არახელსაყრელი გარემოებების დაფარვის მცდელობებს პასუხს გავცე, მაგრამ რამდენიმე თვალშისაცემი რამ კი გამოიკვეთა და არ შეიძლება ამას პასუხი არ გაეცეს.

არ ვისაუბრებ, მაგალითად, ბატონ პაატა მანჯგალაძის განცხადებებზე, რომელიც, გავბედავ და ვიტყვი ჟარგონით, რომ "გარტყმაში" არ არის უბრალოდ რა ხდება. ასე ჟარგონულად შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ, რომ სრულად ასახავს მდგომარეობას, რაც მას სჭირს.

სრულიად უტიფრად და ფლიდურად ტყუის ქალბატონი დეკანოიძე, როდესაც დღეს კვლავ საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის იქნება პრობლემა, როდესაც გუშინ იურიდიულ კომიტეტზე მკაფიოდ ითქვა ამასთან დაკავშირებით და აღარაფერი აქ სალაპარაკო აღარ რჩება, დამთავრდა.

ამ კვირის პლენარულ სხდომებზე ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე საკითხი გამოდის, რომელიც უკავშირდება 12 -პუნქტიანი გეგმის შესრულებას, თუმცა ეს არ გსიამოვნებთ, იმიტომ, რომ აქ არის ისეთი საკითხები, როგორიც არის მეთორმეტე პუნქტით გათვალისწინებული სახალხო დამცველის არჩევა. უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმისთვის, რომ რეალურად მივიდეთ იქამდე, რომ რაღაც კონკრეტული შედეგი დავდოთ, მაგრამ მართლა შეშინებული ვარ, რა შეიძლება კიდევ მოიფიქროთ, რომ რაღაცნაირად ხელი შეუშალოთ პროცესის წარმატებით დასრულებას.

ბოლო დღეებში უზარმაზარი ძალისხმევა ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებას, შეექმნას არასწორი შთაბეჭდილებები აქ მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით კანონპროექტზე, რომელიც ეხება არასამთავრობო სექტორის დაფინანსებას. ძალისხმევა ოპოზიციის მხრიდან ჩაიდო იმაში, რომ საზოგადოებას არ გაეგო ის, რაც არის სინამდვილე ამ კანონთან დაკავშირებით, მოუგონეს დამაკნინებელი ტერმინი, ამით შეამკეს და ამით დამთავრდა, უკრძალავენ ყველას დისკუსიაში მონაწილეობას. საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციას ვინ აკეთებს და ვინ ახდენს ანტიდასავლური განწყობების დათესვას, ვინ უჭერს ამას ამ ქვეყანაში მხარს“,- განაცხადა სარჯველაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს