თაკო ჩარკვიანი - დაუტოვეთ ეს კანონი ამ ექვსეულს, რომელმაც გინების მეტი არაფერი იცის - ხალხის ძალა ერთია, რომელიც გარეთ არის და ბრდღვინავს - ეს „ფეიკი“ 6-კაციანი ხალხის ძალა არაა, ეს „ფეიკია“ და ერის სირცხვილი

დაუტოვეთ ეს კანონი ამ ექვსეულს, რომელმაც გინების მეტი არაფერი იცის. ეს უკან დახევა არ იქნება - ხალხის ძალა ერთია, რომელიც გარეთ არის და ღელავს, ბრდღვინავს, რომელსაც ჩაგვრას უპირებთ. ეს „ფეიკი“ 6 -კაციანი ხალხის ძალა არაა, ეს „ფეიკია“ და ერის სირცხვილია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა.

მისივე თქმით, მოღალატისთვის მოღალატის თქმა საწყენი არ უნდა იყოს.

„იმედია, ამ კანონს არც მორალური და არც „ორალური მხარდაჭერა“ არ ექნება, როგორც დეპუტატმა ბოლქვაძემ თქვა. ჩემი წინადადება ასეთია - სამარცხვინო ამბავი გვჭირს, მთელი მსოფლიო გვეუბნება, რომ ეს არ არის დასავლური კანონი, თქვენ მათ ეუბნებით, რომ არა, გინდა თუ არა თქვენიაო, ნონსენსია! ვფიქრობ, მოდით, დავტოვოთ, ეს კანონი ამ ექვსეულის ინიციატივად. თქვენც გადარჩებით აქ ადამიანები იმ ისტორიულ სირცხვილს, რომელსაც ვერაფრით მოიცილებთ. ვიცი, რომ ეს კანონი არ უნდა დავუშვათ, ზუსტად ისევე როგორც 1978 წლის 14 აპრილს არ დავუშვით ენის კანონი, მე მაშინ სკოლის მოსწავლე ვიყავი და იქ ვიყავი. არავისი არ მიკვირს ამ დარბაზში, არავის არაფერს ვთხოვ, ერთი ადამიანი მყავს მხოლოდ ჩემი ბავშვობიდან, ეს არის ქეთი დუმბაძე, ველოდები ქეთისგან გამოსვლას, არაფრით მჯერა, რომ ნოდარ დუბაძის შვილი ამას მოაწერს ხელს.

ბევრი ადამიანია აქ, ვისაც პატივს ვცემ, უბრალოდ ჩემი ბავშვობა მაკავშირებს ამ ადამიანთან, თორემ ბოლქვაძეს არც არაფერს ვთხოვ. მესმის, რომ ის ორალურ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაშია და ვერ გაუგია სადაა. რა რუსეთი ხალხო, შარტავას დაბადების დღეა დღეს! ჟიული შარტავა ამას შეეწირა? ამას შეეწირნენ 9 აპრილს? რა რუსული კანონი?! სულ რომ ასე ფიქრობდეთ, რომ ასე არაა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ხომ წავიდოდა ამ დათმობაზე და ამ სტატუსის წინ არ მოინდომებდა ამ სისულელეს?! იმიტომ აკეთებთ, რომ არ მივიღოთ ეს სტატუსი? აბა, ვინც ხმა უნდა მოგვცეს, ისინი გვეუბნებიან არ მიიღოთ, თორემ არ მოგცემთ სტატუსსო. ეს არის მოღალატეობრივი გზა, როდესაც ზუსტად იცი, რომ არღვევ 78-ე მუხლს და ხელს უშლის ევროინტეგრაციას, ეს არის მოღალატეობრივი გზა. აბა, ღალატი მეტი არაფერი იყო ჩვენ ქვეყანაში, ეს იყო ოდითგანვე. საწყენი რატოა ამის თქმა მოღალატეს მოღალატე რომ უწოდო? აბა, როგორ გავარკვიოთ ვინ ვინ არის, მექრთამე, კორუფციონერი და ქვეყნის გადამბარებელი რომ მოღალატეა ახალის ეს თქვენთვის? დაუტოვეთ ეს კანონი ამ ექვსეულს, რომელმაც გინების მეტი არაფერი იცის. არ იციან საუბარი, მხოლოდ იგინებიან. ქალი, კაცი მათთვის არ არსებობს, კითხვა-პასუხი არ იციან. დატოვეთ მათ ინიციატივად! ეს უკან დახევა არ იქნება, ეს იქნება თქვენი მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯი იმიტომ, რომ ხალხის ძალა ერთია, რომელიც გარეთ არის და ღელავს, ბრდღვინავს, რომელსაც ჩაგვრას უპირებთ. ეს „ფეიკი“ 6 -კაციანი ხალხის ძალა არაა, ეს „ფეიკია“ და ერის სირცხვილია“, - განაცხადა ჩარკვიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა