ანა ბუჩუკური - ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს, ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს - პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნის ისტორიის წინაშე

როდესაც თქვენ აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების ჯიბრში დგომას, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრის - რუსეთის საქმის კეთება. ამას სხვა სახელი არ ჰქვია! პასუხისმგებლობები იქნება პერსონიფიცირებული, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბუჩუკურმა კოლეგებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები გააცნო.

„ვერც ერთი სახელი და გვარი ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს, ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს და ამ სასჯელს ჰქვია პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ისტორიის წინაშე, მათ შორის, თქვენი შვილების წინაშე“, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ემილ ავდალიანი - მოლოდინი იმისა, რომ ტრამპის პრეზიდენტობისას არაბული ქვეყნები აშშ-ის მხარეს იდგებიან, მცდარია, მათი მჭიდრო ურთიერთობები ჩინეთთან და რუსეთთან გაგრძელდება, როგორც ერთგვარი გეოპოლიტიკური საპირწონე
ქართული პრესის მიმოხილვა 09.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს