თეონა აქუბარდია - არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობას არ ცდილობთ, ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას - ამ კანონით არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მომავალს უსპობთ ქვეყანას, არამედ დეოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობისაც

მოქალაქეები აპროტესტებენ კანონს, რითაც ჩვენ ვკარგავთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის იმ მცირე შესაძლებლობას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა“, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის საკითხთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტების მიღებით საპარლამენტო უმრავლესობა არასამთავრობო სექტორის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას კი არ ცდილობს, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებას.

„ევროკავშირის ქვეყნების ყველა ელჩი მოვიდა თქვენთან და გითხრათ, რომ კანონის განხილვაც კი დააზიანებდა ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანებას და თქვენ ამბობთ, რომ ეს აუცილებელია ამ დროს იმისთვის, რომ გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი. შეგახსენებთ, რომ ეს არის ტყუილი! არასამთავრობო სექტორის არანაირ გამჭვირვალობას არ ცდილობთ. თქვენ ცდილობთ ძალაუფლების შენარჩუნებას, რის შესახებაც დიმიტრი ხუნდაძემ, ერთ-ერთმა ავტორმა ამ რუსული კანონპროექტის ღიად თქვა, რომ დიახ, თურმე თქვენ გეშინიათ კრიტიკული ხმის, კრიტიკული პოზიციის და ძალაუფლების შენარჩუნება თქვენთვის არის უპირატესი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ მომავალზე.

რუსული საქმეა ევროპაზე უარის თქმა და ამას რუსეთი ღიად აცხადებს, როგორც საჯაროდ, ასევე თავის დოკუმენტებში და როდესაც თქვენ გერიდებათ მოღალატეების ძახილი. კარგად უნდა გაიაზროთ თუ რა კანონს აძლევთ ხმას იმიტომ, რომ დასავლეთისგან ქვეყნის ჩამოშორება, დემოკრატიის განმტკიცების ხელის შეშლა არის სწორედ რუსული საქმე. თქვენ ამ კანონით არა მხოლოდ ნატო-ს და ევროკავშირის მომავალს უსპობთ ქვეყანას, არამედ დეოკუპაციას და ტერიტორიულ მთლიანობისაც. ამასთან დაკავშირებით არა მხოლოდ მე გეუბნებით ამას, არამედ კონფლიქტებით დაზარალებულ პირთა უფლებების და მშვიდობის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების ერთობლივი განცხადებაა დეპუტატების სახელზე, სადაც ისინი მოგიწოდებენ არ მიიღოთ ეს კანონი“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

რას გულისხმობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები, როგორ მიმდინარეობს სკოლების ავტორიზაციის პროცესი და იგეგმება თუ არა დირექტორების ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსის გამოცხადება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
ავთანდილ წულაძე  - გერმანიის ექსპერტებმა მოამზადეს მოხსენება, რომლის მიხედვითაც გერმანია ტოტალურად უნდა მოემზადოს რუსეთისაგან თავის დასაცავად
ქართული პრესის მიმოხილვა 27.11.2023
მიხეილ ბატიაშვილი - ქვეყნის ყველაზე მასშტაბური, ციფრული საინფორმაციო ფონდი მალე ხელმისაწვდომი გახდება
გაიცანით Kreston Georgia: გლობალური ექსპერტიზა გლობალური წარმატებისთვის
თიბისის მხარდაჭერით, კოლიერსი საგურამოში და ლისზე საცხოვრებელ პროექტებს განახორციელებს
საქართველოში „The Luxury Collection“-ის კლასის სასტუმრო „პარაგრაფ თბილისი“ გაიხსნა
ახალი Toyota C-HR: ავტომობილი, რომელსაც საქართველოში ბევრი ელოდება
ვალუტის გადარიცხვის ახალი სერვისი - Visa B2B Connect
Gebrüder Weiss თბილისში არსებული ლოგისტიკური ცენტრის რიგით მესამე გაფართოებას იწყებს