სალომე სამადაშვილი - მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა

მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა,- ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის ინიციატივას გამოეხმაურა, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა დღეს დაიწყოს.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ცდილობს, მალულად მოკლას ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრების შანსი.

„მინდა მივმართო გარეთ შეკრებილ ადამიანებს და საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ახლა სახლში ხართ. დღეს, ამ პარლამენტში „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ მალულად მოკლას თქვენი შანსი იცხოვროთ ევროპულ სახელმწიფოში. მოვუწოდებ ქართველ ხალხს, მოდით პარლამენტთან და კიდევ ერთხელ აჩვენეთ თქვენი ძალა ამ მშიშარა ადამიანებს, რომლებიც აქ შეიყუჟნენ და ცდილობენ დაჩქარებული წესით ჩაატარონ განხილვა. რაც მთავარია, ოპოზიციის დიდ ნაწილს დარბაზი ჩაუკეტონ. ბოიკოტის შეწყვეტა ნებისმიერ დროს შეუძლია ყველა პოლიტიკოსს და ვინც მოინდომებს ამ დარბაზში შემოსვლას, გირჩევთ ყველას გაუხსნათ კარი.

ფარსი რომ იყო თქვენი სახალხო დამცველის დანიშვნის პროცედურა ახლა აჩვენეთ. ამას საერთო ევროკავშირის მოთხოვნებთან არ აქვს“,- აღნიშნავს სამადაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა