პაატა მანჯგალაძე - ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც

ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც,- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა მოვიდნენ პარლამენტში.

"მათ ეშინიათ. ქურდულად, ხალხის ზურგს უკან აპირებენ მიიღონ კანონი, ამიტომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ბევრი ადამიანი მოვიდეს პარლამენტთან. კარგად იციან, რომ ღალატს ჩადიან, ამიტომ უნდათ ხალხის გარეშე ქურდულად მიიღონ ეს კანონი. ამიტომ ყველანი პარლამენტთან, ვერ უნდა გაბედოს "ქართულმა ოცნებამ" თქვენს ზურგს უკან გადაწყვეტილების მიღება, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მათ შორის, ფიზიკურადაც,"- განაცხადა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია