არმაზ ახვლედიანი - ეს არის ჯერ არნახული, გაუგონარი მზაკვრობა საქართველოს წინააღმდეგ - ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მაგრამ დაგვჭირდება ხალხის თანადგომა

ეს არის ჯერ არნახული, გაუგონარი მზაკვრობა საქართველოს წინააღმდეგ. ყველამ იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ საქართველოში ფორმდება დიქტატურა, - ამის შესახებ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე დეპუტატმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.

მისი თქმით, აგენტების შესახებ კანონმა კითხვები აღარ დატოვა.

„თუ ვინმესთვის დარჩა კითხვა რასთან გვაქვს საქმე, თავის თავს უპასუხოს. ეს არის ჯერ არნახული, გაუგონარი მზაკვრობა საქართველოს წინააღმდეგ. ყველამ იცოდეს, საქართველოს ყველა მოქალაქემ, საქართველოში ფორმდება დიქტატურა, არც მეტი, არც ნაკლები. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, მაგრამ დაგვჭირდება ხალხის თანადგომა, ეჭვი არ მეპარება, ვიბრძოლებთ ერთად და ამ ანტიკონსტიტუციურ დაჯგუფებას აქედან გავისტუმრებთ მალე,"- განაცხადა ახვლედიანმა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში