რომან გოცირიძე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ „დინამოს“ და სხა კლუბებს, რომლებმაც დაგმეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონი, სოლიდარობა გამოუცხადეს „ბარსელონამ“, მადრიდის „რეალმა“ და „ოსასუნამ“

ბატონო გურამ, რატომ არ მპასუხობთ კითხვაზე, მე დაგისვით შეკითხვა, ევროპაში არის 50 სახელმწიფო, ამ 50 სახელმწიფოში სად მოქმედებს მსგავსი კანონი? - ასე მიმართა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, რომან გოცირიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით "ხალხის ძალის" წევრს, გურამ მაჭარაშვილს.

„თქვენ მიპასუხეთ, რომ ევროკავშირი მიღებას აპირებს. ევროკავშირი თუ ამ კანონის მიღებას აპირებს, ევროკავშირი რატომ მოგმართავთ, არ მიიღოთ ეს მოღალატეობრივი კანონიო? ცოტა კვალიფიციურად იცრუეთ მაინც.

მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი, როგორც იტყვიან „გაჭირვებულს ქვა აღმართში მიეწიაო“ და „მოგეწიათ ეს ქვა აღმართში“. ორიოდე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სპორტული კლუბების „დინამოს“ და სხვების განცხადებების გამო, რომლებმაც ეს კანონი დაგმეს, ამ კლუბებს სოლიდარობა გამოუცხადეს ესპანეთის საფეხბურთო კლუბებმა „ბარსელონამ“, მადრიდის „რეალმა“ და „ოსასუნამ“. აი, ეს გინდოდათ თქვენ“, - მიმართა გოცირიძემ მაჭარაშვილს.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა