თამარ კორძაია უმრავლესობას - თქვენ უმტყუნეთ თქვენს ამომრჩეველს დღეს, თქვენ უმტყუნეთ საზოგადოებას, რომელსაც სწამს, რომ ეს ქვეყანა იქნება ევროპული

თქვენ უმტყუნეთ თქვენს ამომრჩეველს დღეს, თქვენ უმტყუნეთ საზოგადოებას, რომელსაც სწამს, რომ ეს ქვეყანა იქნება ევროპული, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა.

მისი თქმით, „იმ ქვეყნებს ვერჩით ახლა ზუსტად ამ კანონით, ვისი ძალისხმევითაც სახელმწიფო გვაქვს“.

„თქვენ დღეს ტყვიების გარეშე, გვაკარგვინებთ თავისუფლებას, მაგრამ, ნამდვილად, ეს არცერთს არ შეგრჩებათ, იმიტომ, რომ თქვენი არ არის ეს სახელმწიფო და თქვენ ვერ გაიტანთ იმას, რაც გინდათ, ვერასოდეს“, - აღნიშნა კორძაიამ.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, უმრავლესობის წევრები არავის უსმენენ.

„თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ ოპოზიციას, თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ იმ ადამიანებს, ვინც გარეთ არიან, თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ პარტნიორებს, ვისზეც დგას ჩვენი სახელმწიფო და მისი კეთილდღეობა. თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ საკუთარ ამომრჩეველს, რომელსაც უნდა ამ ქვეყნის ხვალინდელი მომავალი, თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ საკუთარ კოლეგებს, რომლებიც გეუბნებიან უნივერსიტეტებიდან, რომ არ მიიღოთ ეს კანონი. თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ სტუდენტებს, თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ მშრომელებს, რომლებიც ავრცელებენ განცხადებას დღეს, რომ მათი უფლებები შეილახება. თქვენ არ გინდათ მოუსმინოთ სპორტსმენებს, ფერმერებს. თქვენ არავის უსმენთ“, - დასძინა კორძაიამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს