შალვა პაპუაშვილი ოპოზიციონერ დეპუტატებს - თუკი თქვენი აღშფოთება ასეთი გულწრფელია, ამ ბრახუნის დროს ასე არ უნდა გეღიმებოდეთ

თუკი თქვენი აღშფოთება ასეთი გულწრფელია, ამ ბრახუნის დროს ასე არ უნდა გეღიმებოდეთ, - ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იმ ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომლებიც პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის გამოსვლის პარალელურად მაგიდებზე ხელების ბრახუნითა და სიტყვებით, „არა რუსულ კანონს!“ პროტესტს გამოხატავდნენ.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს ღიმილი პროტესტის ხელოვნურობას აჩვენებს.

„ხუთსაათიანი განხილვის განმავლობაში ყველა ერთმანეთს უსმენდა. სამწუხაროა, რომ უმრავლესობის ფრაქციის ხელმძღვანელის გამოსვლის დროს ასეთი რეაქცია იყო. თუკი თქვენი აღშფოთება ასეთი გულწრფელია, ამ ბრახუნის დროს ასე არ უნდა გეღიმებოდეთ. ხალხს ზაფრავთ, ატყუებთ და აქ პროტესტის დროს ასე იცინით. ეს ღიმილი აჩვენებს, თუ რამდენად ხელოვნურია თქვენი აღშფოთება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„ეფეს საქართველოს“ მეწარმეობის პროგრამის პრე-აქსელერატორი დაიწყო
კახა ოქრიაშვილი პრემიერ-მინისტრს ღია წერილით პასუხობს
საქართველოში ამოქმედდა ინიციატივა, რომელიც  უკრაინელ ლტოლვილებს ფინანსებზე წვდომას გაუადვილებს
განაახლე შენი სახლი საგაზაფხულოდ  CashBack-ის და Mastercard-ის  ერთობლივი აქციის დახმარებით
RDYE პროექტის ფარგლებში, რეგიონებში 15 ახალგაზრდული საწარმო დაფინანსდა