დღეს ხელისუფლებაში არიან "ბოლშევიკები". აქ მთავარი არის, რას ვიზამთ ჩვენ და რას იზამს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დეპუტატმა, ანა წითლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მან მოქალაქეებს ქუჩის პროტესტისკენ მოუწოდა.
„დღეს საქართველო არის ოკუპირებული ამ რუსი "ბოლშევიკების" მიერ. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა ადამიანს, ვინც ახლა ქუჩაში დგას და მოვუწოდო ყველას, ვინც ტელევიზორიდან გვიყურებს და ჰგონია, რომ ამ ხელისუფლებას დარჩა რამე პატრიოტული - გამოდით გარეთ, ახლა არის ის დრო, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება ფიზიკური დაცვა, გამოდით გარეთ“, - განაცხადა წითლიძემ.