თქვენ ხართ დღეს მოღალატე ამას რომ აკეთებთ, რეგლამენტსაც არღვევთ, - ასე მიმართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვისას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.
მისი შეფასებით, ეს არის დანაშაული.
„მე მაქვს შეკითხვა, ბატონო შალვა, როგორც იცით, პროექტის ინიცირების მერე, რომელიც რუსული კანონპროექტი იყო, ძალიან გახელდით, რუსულს რატომ გვეძახითო და მერე ე.წ. ამერიკული ვერსია დააინიცირეთ, რომელიც სიტყვა-სიტყვით თარგმნეთ და ლინგვისტური თარგმანიაო დღეს "გვემარიაჟებოდით". თუ შეიძლება ეს მეორე ლინგვისტური ვერსიაც გაგვაცანით, რასაც კომიტეტზე განიხილავდით და განვიხილოთ. თუ იმის შიში გაქვთ, რომ 9 საათამდე ვერ ასწრებთ, პროცედურებია, პარლამენტია, ხუთშაბათს გავაგრძელებთ. არავინ მოკვდება თქვენგანი, თუ ამ დავალებას ასე სწრაფად არ შეასრულებთ და რუსულ კანონპროექტს არ მივიღებთ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ, მეორე ვერსიაც გამოაბრძანოს ბატონმა მაჭარაშვილმა. პირველ რიგში, თქვენ ხართ დღეს მოღალატე ამას რომ აკეთებთ, რეგლამენტსაც არღვევთ, მეორე კანონს განხილვის გარეშე აპირებთ, რომ კენჭი უყაროთ. ეს არის დანაშაული, რასაც სჩადიხართ. ამიტომ, კეთილი ინებეთ, ორივე კანონპროექტი განვიხილოთ, ვიკამათოთ, როგორც აქამდე ვკამათობდით“,-მიმართა სამნიძემ პაპუაშვილს.