ლევან ხაბეიშვილი - არანაირი აუცილებლობა არ იყო "რობოკოპები" გამოეყვანათ, ყველაფერს  მიზანმიმართულად აკეთებენ - ბრძოლა არ უნდა გავაჩეროთ!

სპეცდანიშნულების რაზმებს "პუტინისტები" იყენებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უნდა ვიბრძოლოთ "პუტინისტების" წინააღმდეგ, - ამის შესახებ აქციაზე მყოფმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტთან არიან მშვიდობიანი მანიფესტანტები და "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტებს მშვიდობიანად აპროტესტებენ.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი მანიფესტანტები და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, ისინი მოდიან პროვოკაციაზე და ხედავთ ამას. არანაირი აუცილებლობა არ იყო "რობოკოპები" გამოეყვანათ, აკეთებენ მიზანმიმართულად ყველაფერს. უნდა ვიბრძოლოთ, ბრძოლა არ უნდა გავაჩეროთ! ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, მშვიდობიანად ვიცავთ ჩვენს ინტერესებს და დავიცავთ ყოველთვის“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრეზიდენტი მართალია, ნებისმიერი ეროვნული მასშტაბის პროცესში პასუხისმგებლობის ლომის წილი მმართველ ძალას ეკისრება მიუხედავად იმისა, მართალია იგი ამ მომენტში თუ მტყუანი
დიმიტრი შველიძე - ოპოზიციამ ვერ მოძებნა სამოქმედო, ვერც ფორმულა და ვერც ლოზუნგი
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2023
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთის მხარდაჭერით „ევროპის უნივერსიტეტმა“ მოსწავლეთა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას უმასპინძლა
„ტოიოტა კავკასიამ“ ბრენდის ორი უახლესი მოდელი - 2023 წლის Toyota Corolla და სრულიად ახალი Toyota Corolla Cross წარადგინა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, კოლოსი დიღომი მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
გაიგე რომელ მედიკამენტებზე მიიღებ უკეთეს ფასებს დღეიდან