ოპოზიციონერი დეპუტატის დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლება ახალგაზრდებს მომავალს უსპობს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, „ქართული ოცნება“ საკუთარი სიბრიყვითა და ღალატით ქვეყანას ანგრევს.
„დაანგრიეს ამ ქვეყნის მომავალი. მომავალს უსპობენ ამ ახალგაზრდებს. ახლა ეს ბავშვები გამოსული არიან ქუჩაში ამ ქვეყნის დასაცავად და მათ სპეცრაზმს უპირისპირებენ. აი, ეს არის ხელისუფლება, რომელიც ანგრევს ქვეყანას საკუთარი სიბრიყვითა და ღალატით“, - განაცხადა ბაქრაძემ.
ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო“, მონებო“.