სალომე სამადაშვილი -  პაპუაშვილი, ვიღაც არარაობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს

პაპუაშვილი, ვიღაც არარაობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს, - ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ საკუთარი ქვეყნის გამყიდველია.

„გამყიდველი შეყუჟულია თავის კაბინეტში და იქიდან ვერ გამოდის. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეს ხალხი ქუჩაში მართლა ვეღარ გამოდიოდეს, რომ შეაფურთხოს ყველა ქართველმა, ვინც მათ შეხვდება იმიტომ, რომ ეს ხალხი არის საკუთარი ქვეყნის გამყიდველი. პაპუაშვილი, ვიღაც არარაობა, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარე გახდა, საკუთარ ქვეყანას გადაუფორმებს რუსეთს, ოღონდ ამ კაბინეტიდან არ გამოეთრეს. აი, ეს არის ერთადერთი დღის წესრიგი. ორი ქალისგან იცავს მთელი სპეცრაზმი“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარლამენტის შესასვლელებთან სპეციალური დანიშნულების რაზმი განლაგდა. ტერიტორიაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ცოტა ხნის წინ დაპირისპირება მოხდა. სპეცრაზმელებმა ქუჩა გადაკეტეს და აქციის მონაწილეებს შესაძლებლობას არ აძლევენ პარლამენტის უკანა შესასვლელისკენ გადაინაცვლონ. აქციის მონაწილეები სკანდირებენ - „რუსებო“, მონებო“.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას