თეონა აქუბარდია - აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი, მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს

აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი, მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლითაც საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ წავიდა.

"მე მთელი ერთი საათი ჩიტაძის მხრიდან "ლაივი" მქონდა ჩართული, სადაც ვნახე ადამიანები, რეზინის ტყვიებით შეიარაღებული ადამიანები და აპირებენ გაიმეორონ 20 ივნისი. მოვუწოდებ ლევან იოსელიანს, რომელიც სახალხო დამცველად ავირჩიეთ, გამოვიდეს და დააკვირდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს და აღკვეთოს ყველანაირად შალვა პაპუაშვილმა ეს ყველაფერი, რომლის პასუხისმგებლობაა ის, რაც ხდება. არ დაღვარონ ქართველი ხალხის სისხლი, არა რუსულ კანონს",- განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა