ლევან იოსელიანი - ვიღაცას მოვწონვარ ჩემი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცებს - არა, ვიღაცებმა ეს უფრო აგრესიულად გამოხატეს - არაუშავს, ეს არ არის პრობლემა, მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო

ვიღაცას მოვწონვარ ჩემი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცებს - არა, ვიღაცებმა ეს უფრო აგრესიულად გამოხატეს - არაუშავს, ეს არ არის პრობლემა, - ამის შესახებ ახალმა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც აქციაზე მისულს კვერცხი ესროლეს.

ინციდენტის შემდეგ იოსელიანმა ტერიტორია პოლიციის თანხლებით დატოვა. ავტომობილისკენ მიმავალ იოსელიანს აქციის მონაწილეები შეძახილებით გაჰყვნენ, ერთ-ერთმა მათგანმა კი წყალი შეასხა. იოსელიანის თქმით, ეს შემთხვევა არაფერს შეცვლის.

„ამ ქვეყანაში სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები არიან. ჩემთვის პოლიტიკურ შეხედულებებს მნიშვნელობა არ აქვს. ვიღაცას მოვწონვარ, ვიღაცას - არა. მე ყველას სახალხო დამცველი ვარ და ვიქნები. არ ვიცი, რას მოჰყვა ასეთი რეაქცია, ვიღაცას მოვწონვარ ჩემი პოლიტიკური წარსულის გამო, ვიღაცებს - არა. ვიღაცებმა ეს უფრო აგრესიულად გამოხატეს. არაუშავს, ეს არ არის პრობლემა. მე ჩემი უფლებამოსილება უნდა შევასრულო“,- განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მისივე თქმით, აქციაზე მიმდინარე მოვლენებს თვალყურს მიადევნებს.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა