სპეციალური დანიშნულების რაზმი ჩიტაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გამოყენებით ცდილობს გზის გახსნას.
აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევენ და სკანდირებენ: „საქართველო!“ „მონებო!“.
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა, რომელთა შორისაც სპეცდანიშნულების რაზმიცაა, აქციის მონაწილეები წყლის ჭავლის და წიწაკის სპრეის გამოყენებით, თავდაპირველად დაახლოებით 2 საათის წინ დაშალეს, თუმცა მომიტინგეები მალევე პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაბრუნდნენ და აქცია გააგრძელეს. ეს წყლის ჭავლის მიშვებით აქციის მონაწილეების მორიგ ჯერზე დაშლის მცდელობაა.
შეგახსენებთ იმასაც, რომ აქციაზე წიწაკის სპრეის გამოყენების შემდეგ არიან დაშავებულები.