სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს - მე თქვენს გვერდით ვარ, დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს - ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, ეს მომავალი წაართვას

მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე - მე თქვენს გევრდით ვარ, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აშშ-დან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს, რომლებიც ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტების მიღებას აპროტესტებენ.

როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროპული მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას.

„მოგმართავთ თქვენ, ვინც ამ საღამოს დგახართ რუსთაველზე, როგორც არაერთხელ ვიდექი. მე აქ ვდგავარ ნიუ-იორკში და ჩემს უკან არის თავისუფლების ქანდაკება. ეს არის ის სიმბოლო, რისთვისაც საქართველო მუდამ იბრძოდა, რისთვისაც მოვედით დღემდე. მე ვარ თქვენს გვერდით. დღეს თქვენ წარმოადგენთ თავისუფალ საქართველოს. ის საქართველო, რომელიც თავის მომავალს ხედავს ევროპაში, არავის მისცემს უფლებას, რომ წაართვას ეს მომავალი. ეს მომავალი ეკუთვნის ჩვენს შემდეგ თაობას. ეს მომავალია, ის რომელსაც წინა თაობები ამზადებდნენ და ვამზადებდი ჩვენც“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა