პრეზიდენტი - მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში წარმოადგენენ - რას იცავთ, ან რას წარმოადგენთ, თუ არა ევროპულ მომავალს?

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში წარმოადგენენ - რას იცავთ, ან რას წარმოადგენთ, თუ არა ევროპულ მომავალს?,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა ინსტიტუტი ვალდებულია, რომ ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა ევროკავშირამდე მივიდეს.

„მე მაინტერესებს მხოლოდ საქართველოს მომავალი, მხოლოდ ის კონსტიტუცია, რომლის გარანტი ვარ კონსტიტუციით და ამ კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს ყველა ინსტიტუტი და პირველ რიგში, მე მთავრობა, ხელისუფლება, ვალდებულია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა მივიყვანოთ ევროკავშირამდე. ევროინტეგრაციის გზა იყოს დაცული. დღეს ვინც ამ კანონს მხარს უჭერს, და ვინც ამ კანონს ხმა მისცა, ყველა არღვევს ამ კონსტიტუციას. ყველა გვაშორებს ევროპისგან.

მივმართავ ჩვენს ელჩებს უცხოეთში, ვინც საქართველოს ევროპის ქვეყნებში ან ამერიკაში წარმოადგენენ - რას იცავთ, ან რას წარმოადგენთ, თუ არა ევროპულ მომავალს? ჩვენ ყველა ერთად, ახალგაზრდები, ასევე მე, აქ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ, მნიშვნელოვანი შეხვედრები მექნება, ან გაეროს ტრიბუნიდან როდესაც იგივეს ვამბობთ, ვამბობთ იმას, რომ არ გვინდა კანონი, რომელიც უაზროა, თუ არა მისი აზრი - ჩამოგვაშოროს ევროპას. დღეს ერთად ვართ, ხვალ ერთად ვიქნებით და ამ ქვეყანას ევროპაში გავიყვანთ. ამ პირობას გაძლევთ თქვენ, რადგან ეს პირობა ჩემს თავს დიდი ხნის წინ დავუდე“, - აღნიშნავს პრეზიდენტი.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა