თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი გაიწვიონ და გაათავისუფლონ დაკავებულები

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე და თეონა აქუბარდია ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ და მოითხოვენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი გაიწვიონ.

ამის შესახებ მათ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს და აღნიშნეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაიწვიოს კანონპროექტი და ამასთან, გაათავისუფლოს აქციაზე დაკავებული მოქალაქეები.

„საქართველოს მოქალაქეებს დღეს ჩვენი ხელისუფლება უსასტიკესად გაუსწორდა, მათ ერადერთი მოთხოვნა ჰქონდათ, რომ ეს კანონი გაეწვიათ, მაგრამ რუსიფიკაციის წინააღმდეგ ბრძოლის გამო ადამიანებს ესროლეს ცრემლსადენი გაზი, დაუშინეს რეზინის ტყვიები და გამოიყენეს წყლის ჭავლი. ვნახეთ არაერთი დაშავებული ადამიანი, დარწმუნებულები ვართ, დაკავებულები ჰყავთ ადამიანები. მოვითხოვთ, გაიწვიონ ეს კანონი და გაათავისუფლონ დაკავებულები“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

დეპუტატ ხათუნა სამნიძის თქმით კი, ის, რაც პარლამენტთან ხდება, მმართველი გუნდის წევრებმა წინასწარ იცოდნენ და როგორც კი კანონპროექტი ძალადობრივი მეთოდებით მიიღეს, მომიტინგეების დაშლა დაიწყეს.

„თითოეულმა დეპუტატმა, ვინც დღეს მწვანე ღილაკს მიაჭირა, ძალიან კარგად იცოდა, რომ ამ კანონის მიღება გამოიწვევდა აგრესიას, დაპირისპირებას და საზოგადოების გახლეჩას. კარგად იცოდნენ და წინასწარ დაგეგმეს. როგორც კი 76 ხმა მიიღო კანონპროექტმა და პირველ მოსმენას მიაღწია „ქართულმა ოცნებამ“ ძალადობრივი მეთოდებით, დაიწყო მომიტინგეების დარბევა. ვითხოვთ, გაიწვიონ ეს კანონპროექტი. ეს დეესკალაციას კი არ მოახდენს, რაც კობახიძემ უტიფრად თქვა, პირიქით, ეს გააღრმავებს დაპირისპირებას. გაიწვიონ კანონპროექტი და გაათავისუფლონ თითოეული მოქალაქე რომელიც ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის“,- განცხადა ხათუნა სამნიძემ.

კიდევ ერთი დეპუტატის თეონა აქუბარდიას განცხადებით, დღეს 9 აპრილის ვითარება მეორდება, როდესაც „თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი სუვერენიტეტისთვის იბრძოდა“.

„ჩაგვაყენეს 9 აპრილის ვითარებაში, როდესაც თავისუფლების მოყვარე ქართველი ხალხი სუვერენიტეტისთვის იბრძოდა და როდიონოვის რაზმით დაარბიეს ხალხი. საქართველო კვლავ რომ იბრძვის თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან მოვისმინეთ. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა ღიად თქვა, რომ ის დგას ქართველი ხალხის თავისუფლების და სუვერენული არჩევანის გვერდზე და აუცილებლად მოხდება იმ ადამიანების სანქციების სიაში შეყვანა, ვინც კონსტიტუციის წინააღმდეგ მიმართულ კანონს ხმა მისცა“,- განაცხადა აქუბარდიამ.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა