გიორგი ვაშაძე - მშვიდობიან მოქალაქეებს რუსულმა რეჟიმმა ძალა დაუპირისპირა - ზარი ზარზე შემოდის და ამ ნაძირალებისთვის სანქციების დღე ახლოვდება

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან ზარი ზარზე შემოდის და ამ ნაძირალებისთვის სანქციების დღე ახლოვდება, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც მან პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რეჟიმს არ აქვს უფლება, კონსტიტუციის მიღმა რაიმე მართოს.

„დღეს საბოლოოდ გაფორმდა, რომ საქართველოში არის რეჟიმი, რომელიც დავალებას პირდაპირ პუტინისაგან იღებს და მას ახორციელებს. მე მინდა ქართული საზოგადოებისთვის და საერთაშორისო მედიის გასაგონად ვთქვა, რომ დღეს აქ მშვიდობიანი მოქალაქეები შეიკრიბნენ, რათა საქართველოს მთავრობას რუსული კანონი არ მიეღო. მშვიდობიან მოქალაქეებს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, რუსულმა რეჟიმმა ძალა დაუპირისპირა. მათ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი, რაც პირდაპირი სამართალდარღვევაა. ამას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გამოეხმაურნენ. ზარი ზარზე შემოდის და ამ ნაძირალებისთვის სანქციების დღე ახლოვდება. სულ მალე ამ ადამიანებს მსოფლიოში აღარავინ დაელაპარაკება. მათი ადგილი საქართველოში არ არის!

მე ვხედავ იმ ენერგიას, რომელიც ჩვენშია. კონსტიტუციის მიღმა, რეჟიმს არაფრის მართვის უფლება არ აქვს. ერთად, მედგრად უნდა მოვიტანოთ საბოლოო გამარჯვება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება