ლევან ხაბეიშვილი - ნუ უწყობთ ქართველ ხალხს პროვოკაციას! ეს ხალხი არ გაჩერდება, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმს არ დავამარცხებთ

მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ - დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც!,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხი არ გაჩერდება და "ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმი არ დამარცხდება".

"მიზანმიმართულად, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევას აპირებენ. პროვოკაციას აწყობენ, სპეციალური დანიშნულების რაზმი მოიყვანეს. არაფერს არ აშავებს ეს ხალხი, თუ ისინი არ ისვრიან ტყვიებს. დღესაც თვალები დათხარეს ხალხს, დაწამლეს, მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს. ყველა ადამიანი დაიმახსოვრეთ, ვინც აქ იყო, ისინი დავალების გამცემები იყვნენ, სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან. ნუ უწყობთ ქართველ ხალხს პროვოკაციას! ეს ხალხი არ გაჩერდება, ბოლომდე იბრძოლებს, სანამ პუტინისტურ რეჟიმს არ დავამარცხებთ! გამორიცხულია. დასარბევად ემზადებიან შეიარაღებულები, რად გინდათ იარაღი? ვინ იძლევა დავალებას?! ვის უნდა ესროლოთ? ქართველი ხართ, თუ რუსები?! დარწმუნებული ვარ, რუსი ივანიშვილი გასცემს სროლის ბრძანებასაც",- აღნიშნავს ხაბეიშვილი.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის