ირაკლი კობახიძე - ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს ვიცავთ

ერთ მხარეს დგას „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს დგას „ნაცმოძრაობა“ და რუსეთი - ჩვენ თავიდან ბოლომდე ჩვენი სახელმწიფოს და ქართული საზოგადოების ინტერესებს ვიცავთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით მასშტაბური პროპაგანდა განხორციელდა და საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ სოლიდარულები თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვისაც ამ კანონთან დაკავშირებით გულწრფელი ემოციები ჰქონდა. ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს, მოატყუეს. მათ შორის, შინაარსთან დაკავშირებით იყო უამრავი ტყუილი გავრცელებული. მაგალითად, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თუ უცხოეთში სწავლისთვის დაფინანსებას მიღებდნენ, ისინი უცხოური გავლენის აგენტებად იქნებოდნენ გამოცხადებული, რაც სრული ტყუილია. პროპაგანდა იყო მასშტაბური და ძალიან ბევრი ადამიანი მოატყუეს! მაგალითად, ქალბატონი მზექალა შანიძე, რომელსაც ძალიან დიდი პატივს ვცემ, აცხადებდა, რომ ეს კანონპროექტი საქართველოში მეცნიერების დაფინანსების გაჩერებას გამოიწვევდა, რაც ნიშნავს იმას, რომ ის მოატყუეს იმიტომ, რომ არაფერი მსგავსი არ წერია. თქვენ ყველამ ხომ იცით, რომ ეს არ წერია ამ დოკუმენტში“, - განაცხადა კობახიძემ.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი