ირაკლი კობახიძე - ამ ორ კვირაში ყველას დაავიწყდა სააკაშვილი - 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“

ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ის საპატიმროში მოხვდა და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც „არ კვდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარეობს.

„ყველას დაავიწყდა სააკაშვილი ამ ორი კვირის განმავლობაში. 520 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოხვდა საპატიმროში და მხოლოდ ეს ორი კვირა იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი „არ კვდებოდა“. დანარჩენი 500 დღე მიხეილ სააკაშვილი „კვდებოდა“. თქვენ ეს გახსოვთ. აქედანაც ჩანს, რამდენად ყალბია ის კამპანია, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით წარმოებს. ჩვენ ამ კამპანიის გაღვივებას ხელს, რა თქმა უნდა, ვერ შევუწყობთ. ვიღაცას ახლა გაახსენდა სააკაშვილი, როდესაც კანონი უკვე მიღებულია და ცდილობენ, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთს დაუკავშირონ,“ - განაცხადა კობახიძემ.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
„ნექსია საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, გელა მღებრიშვილი Nexia-ს ქსელის EMEA-ს ბორდის წევრად აირჩიეს
სილქნეტი და Visa პირველ ერთობლივ აქციას აანონსებენ
გერმანული ტექნოლოგიით წარმოებული „იტონგის“ აირბლოკი, კომუნალური ხარჯების 40%-მდე დაზოგვის საშუალებას იძლევა - ინოვაცია ქართულ ბაზარზე