ირაკლი კობახიძე - თავიდანვე ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში - ამაზე მეტი პატივისცემა, ბუნებრივია, არ შეიძლება გამოხატო ევროპული სტრუქტურების მიმართ

თავიდანვე ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში. ამაზე მეტი პატივისცემა, ბუნებრივია, არ შეიძლება გამოხატო ევროპული სტრუქტურების მიმართ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საუბარი იმაზე, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი რუსულია და რომ ის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გვაშორებს, ტყუილია.

კობახიძის განცხადებით, საბოლო ჯამში რა სახეს მიიღებს კანონი, ვენეციის კომისიის დასკვნაზე იქნება დამოკიდებული.

„ჩვენ მსჯელობა გვექნება ყველაფერთან დაკავშირებით, მათ შორის, იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება გამოირიცხოს 100%-ით იგივე სოციალური საკითხებით დაკავებული ორგანიზაციები ასეთი რეესტრიდან. ეს შეიძლება გამოირიცხოს. მეორე მოსმენა არის იმისთვის, რომ ყველა დეტალი იყოს გავლილი. პირველი მოსმენის დროსაც გარკვეული დაზუსტებები უკვე შევიდა ამ კანონში, მაგალითად, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულება პირდაპირ გამოირიცხა ამ წრიდან. მსჯელობა გაგრძელდება. საბოლო ჯამში რა სახეს მიიღებს კანონი, დამოკიდებული იქნება ვენეციის კომისიის დასკვნაზე და პარლამენტში მეორე მოსმენით განხილვის პროცედურაზე.

იყო სიცრუეზე აგებული კამპანია, რომ თითქოს ეს იყო რუსული კანონი, რაც არის ტყუილი. საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ეს დოკუმენტი გვაშორებს კანდიდატის სტატუსს, რაც ასევე არის ტყუილი. ჩვენ ბოლომდე ვცემთ პატივს ევროპულ სტრუქტურებს და თავიდანვე ვთქვით, რომ ეს დოკუმენტი გაიგზავნებოდა ვენეციის კომისიაში. ამაზე მეტი პატივისცემა არ შეიძლება, ბუნებრივია, გამოხატო ევროპული სტრუქტურების მიმართ,“ - განაცხადა კობახიძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება