ირაკლი კობახიძე - ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ქვია მიხეილ სააკაშვილი

ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ქვია მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

მისივე თქმით, ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას ეს საზოგადოება არ დაუშვებს.

„რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია. მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ, ჩვენ ვიმოქმედებთ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ. ეს არის სახელმწიფო და გამორიცხულია, ჩვენ დავუშვათ ჯაშუშების ახალი რევოლუცია, რამაც, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა მოუტანა საქართველოს 2004 – 12 წლებში. მაშინ ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ ჩვენც იმ ავანტიურის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ეს ყველაფერი არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ და ეს ასეც იქნება. ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ბუნებრივია, ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას ეს საზოგადოება არ დაუშვებს“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის