დიმიტრი ხუნდაძე - დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის

ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ, „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია.

„საქართველო უპირველეს ყოვლისა!“.

მსურს კიდევ ერთხელ, როგორც მრავალჯერ, განვაცხადო, რომ საქართველოს მომავალი ჭეშმარიტ ევროპულ ღირებულებებშია და ამაში ყველა გამომსვლელს ქუჩაში, მომხრესა თუ არამომხრეს ვეთანხმები, მაგრამ გულწრფელად გული მწყდება, რომ წაუკითხავად ვაპროტესტებთ იმას, რაც ჩვენსავე ინტერესს დაიცავს.

საქმე ეხება კანონპროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებულობას და არაფერს სხვას, რომელსაც არავითარი საერთო არა აქვს რუსულთან და ჰგავს ამერიკულს, რომელზეც ბევრად ლიბერალურია. არც ერთ ფიზიკურ პირს არ ეხება და არავის ზღუდავს. ეს ვერსია ანგარიშვალდებულს ხდის მხოლოდ იმ არასამეწარმეო ორგანიზაციებს, ვინც ქვეყნის გარედან ფინანსდება, რომელი ქვეყანაც არ უნდა იყოს ეს.

ის, რომ დასავლური სტანდარტი გვსურს, სწორედ ამისთვის გამოვიყენეთ საფუძვლად ამერიკული კანონმდებლობა და ამიტომაც ვაგზავნით ვენეციაში მისი სამართლებრივი შეფასებისთვის. კანონის განხილვა მხოლოდ ამ დასკვნის შემდეგ გაგრძელდება და ეს ვთქვით თავიდანვე.

რა არის ამაში გაუგებარი ან არადასავლური?

მათ კი, ვისაც ქვეყნის რყევა სურს ან პირადი ვიწროპარტიული ინტერესი ადარდებს, ან ანგარიშვალდებულება არ უნდათ საზოგადოების წინაშე, თავს ნუ გამოაყენებინებთ. მერწმუნეთ, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენზე მეტად არავის აწუხებს. ყველა ქვეყანა საკუთარი ინტერესებიდან გამოდის, დიდიც და პატარაც და ჩვენც, ჩვენი სამშობლოს სტაბილურობა და მისი კეთილდღეობა ყველაფერს უნდა გვერჩივნოს. „საქართველო უპირველეს ყოვლისა!“, - აღნიშნავს დიმიტრი ხუნდაძე, რომლის კომენტარსაც „ხალხის ძალა“ ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - ჩინეთისთვის რუსეთი მნიშვნელოვანი პარტნიორია და ის ყოველთვის შეეცდება მხარი დაუჭიროს მოსკოვს იმდენად, რამდენადაც ეს არ შეეწინააღმდეგება უშუალოდ ჩინეთის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილე ანა კეკელიძე - საპენსიო სააგენტოს სერვისებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა
კომპანია „IDS ბორჯომი“ საქართველო განცხადებას ავრცელებს
„ჰიდროვეი - Hydroway“ აგრარულ სექტორს სარწყავი სისტემების ახალი კომპანია შემოუერთდა
Pullman Tbilisi Axis Towers ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მასპინძელი სასტუმრო გახდა
ლიბერთის გაზრდილი CashBack აქცია სოციალურ საწარმოში „ბაბალე“
„გორგიამ“ სომხეთში სამშენებლო-სარემონტო მასალების გამოფენაში მონაწილეობა მიიღო
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი