სანდრო რაქვიაშვილი - იყო პროვოკაცია, რომ დამდგარიყო სურათი, თითქოს აქციის მონაწილეები რაღაც ცუდს აკეთებდნენ, მე დავინახე მათ შორის ის, რომ პოლიციიდან ისროდნენ ქვებს მომიტინგეების მხარეს

პოლიცია ისროდა ქვებს, მცდელობა იყო, რომ რადიკალიზაცია მომხდარიყო, მათ შორის, კობახიძემ თქვა, რომ პოლიციას ებრძოდნენო, ქვების სროლა არ შეფერება პოლიციას,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გუშინ ოპოზიცია კოორდინირებულად მოქმედებდა და ამან შედეგი აჩვენა.

„გუშინ ძალიან კოორდინირებულად ვმოქმედებდით ოპოზიცია, მათ შორის, პარლამენტში და რომ არა რეგლამენტის დარღვევა, ამ კანონს ვერ მიიღებდნენ გუშინ თუნდაც, პირველი მოსმენით. ამიტომ ასეთი კოორდინაცია კარგია, როგორც კი ეს მოხდა, ბევრად გაურთულეს ცხოვრება "ქართულ ოცნებას", ამიტომ თუ ასეთი კოორდინაცია გაგრძელდება, ამან შეიძლება რაღაც ეფექტი იქონიოს. მე მქონდა საუბარი რამდენიმე კოლეგასთან და ყველას გვესმის, რომ მიზანი არის საჭირო, ადამიანები რომ შეიკრიბებიან, გასაგებად უნდა ვუთხრათ, რატომ იკრიბებიან.

მე გუშინ რაც დავინახე, ეს იყო პროვოკაცია, რომ დამდგარიყო სურათი, თითქოს აქციის მონაწილეები რაღაც ცუდს აკეთებდნენ, მე დავინახე მათ შორის ის, რომ პოლიციიდან ისროდნენ ქვებს მომიტინგეების მხარეს, პოლიციას ესროდნენ ქვებს, "მოლოტოვის კოქტეილებს" და პოლიცია ისროდა ქვებს, მცდელობა იყო, რომ რადიკალიზაცია მომხდარიყო, მათ შორის, კობახიძემ თქვა, რომ პოლიციას ებრძოდნენო. ქვებს ისროდნენ პოლიციელები და ეს არ შეფერება პოლიციას. ცხადია, არც წყლის ჭავლის, არც გაზის გამოყენებას არანაირი შინაარსი არ ჰქონდა, სულ რამდენიმე ადამიანი იყო მომიტინგეების მხარეს, ვინც შეიძლება რაღაცას მიზანმიმართულად აკეთებდა", - განაცხადა რაქვიაშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება