ხატია დეკანოიძე - ევროპისკენ ღირსებით კი არა, უღირსობით მიდიან რუსეთისკენ - თავგანწირულმა სულისკვეთებამ აჩვენა, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთის ნაწილი, „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი რაც არ უნდა ეცადოს

ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდიან, უღირსობით მიდიან რუსეთისკენ - გუშინ ახალგაზრდების თავგანწირულმა სულისკვეთებამ აჩვენა ის, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთის ნაწილი, რაც არ უნდა ეცადოს ამას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ევროინტეგრაციის ხელშეშლისთვის ყველას ინდივიდუალური პასუხისმგებლობა დაეკისრება და ეს აჩვენა აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებამ.

ირაკლი კობახიძის განცხადება ნიშნავს იმას, რომ თვითონ არიან უღირსები და უნდათ, რომ ტყუილით გავიდნენ ფონს, რადგან დღეს ახალი გზავნილი გამოიტანეს, რომ თითქოს ღირსებით მიდიან ევროპისკენ, ღირსებით ევროპისკენ კი არ მიდიან, უღირსობით მიდიან რუსეთისკენ, ამიტომ გუშინ ახალგაზრდების თავგანწირულმა სულისკვეთებამ აჩვენა ის, რომ საქართველო ვერ გახდება რუსეთის ნაწილი, რაც არ უნდა ეცადოს ამას „ქართული ოცნება“ და ივანიშვილი. ეს ადამიანები არ წარმოადგენდნენ რომელიმე პოლიტიკურ დაჯგუფებას და არავის გაუვა ის, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტიას ან ჯგუფს მიაკუთვნოს ისინი. მნიშვნელოვანია, ყველამ ერთად რუსეთისკენ სვლას აღვუმართოთ დიდი კედელი. ის განცხადება, რომელიც გუშინ გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ ყველას დაეკისრება პასუხისმგებლობა. კოლექტიური პასუხისმგებლობის გარდა, არსებობს ინდივიდუალური პასუხისმგებლობა და ეს ყველას მოუწევს. ის, რაც გუშინ ხდებოდა მიუთითებს შიშზე, არ ყოფილა მათი მხრიდან ძალის გამოყენება სპონტანურად, მთელი დღის განმავლობაში და ეს ჩანდა პარლამენტში, ახდენდნენ მობილიზებას სუს-ის, პოლიციის, სპეცრაზმის, ამიტომ მათ ეს ჰქონდათ განზრახული, რომ დაეშალათ აქცია და გამოეყენებინათ არაპროპორციული ძალა - დაწამლეს ადამიანები, სცემეს, დააკავეს ზურა ჯაფარიძე, არაფრის გამო აკავებდნენ ხალხს, ტენიდნენ მანქანაში, სპეცრაზმით გააპარეს დეპუტატები", - განაცხადა დეკანოიძემ.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა