ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა

ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. როდესაც ამაზე ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, რაზე იხდის სასჯელს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება უზრუნველყოფილია და ეს ფეიკ კამპანია, რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტების დაბრენდვას გულისხმობდა, საბოლოო ჯამში სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან მიდის.

„ჩვენ და ვიოლა ფონ კრამონი ვერასდროს შევთანხმდებით იმაზე, თუ რა შეფასებას ვაძლევთ იმ დანაშაულებრივ რეჟიმს, რომელიც ამ ქვეყანაში 2012 წლამდე მოქმედებდა. როდესაც ამაზე ვერ ვთანხმდებით, რა თქმა უნდა ვერ ვთანხმდებით იმაზე, თუ რა როლი აქვს მიხეილ სააკაშვილს და შესაბამისად, რაზე იხდის სასჯელს. მიხეილ სააკაშვილი არის პატიმარი, რომლის ყველა უფლება არის უზრუნველყოფილი. მორიგ ჯერზე ვხედავთ იმას, რომ ეს მთლიანი კამპანია, მათ შორის ფეიკ კამპანია, რომელიც გულისხმობდა რომელიც „ხალხის ძალის“ კანონპროექტების დაბრენდვას, საბოლოო ჯამში მიდის მიხეილ სააკაშვილთან და ნაციონალურ მოძრაობასთან“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
„სმარტმა“ ბათუმში 35-ე სუპერმარკეტი გახსნა
კომპანია „ვილა-ოქროყანა“ განცხადებას ავრცელებს
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა