კახა კალაძე - თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები არ გვაპატიებენ - ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ!

თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები, რა თქმა უნდა, არ გვაპატიებენ. ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ! - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან საზოგადოებას ევროპაში წასვლისკენ მოუწოდა, სიცრუეა, რომელსაც ოპონენტები აწარმოებენ.

„სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოთი რაღაც ბანერი გააკეთეს და დააწესეს, თითქოს, მე ევროპის მოსურნე ადამიანებს, ვისაც ევროპა უნდა, და ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი, თითქოს, იცით სადაა აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სიცრუე მიაწოდონ, თუმცა დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიღაცა რომ წაიკითხავდა ამას, შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ „კახამ მართლა ეს თქვა“? არადა მსგავსი საერთოდ არაფერი მითქვამს და ვერავინ მოიტანს იმას, თითქოს მე ხალხს, ვისაც ევროპა უნდა და ვისაც ევროპაში გვინდა, მოვუწოდე, რომ აგერ არის აეროპორტი და ვისაც გინდათ წადით. ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვეთ დეზინფორმაციას. ჩემო მეგობრებო, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები, რა თქმა უნდა, არ გვაპატიებენ. ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ!,“ - განაცხადა კალაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა