პაატა დავითაია - სოხუმის სეპარატისტული რეჟიმის მიერ თბილისში საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები სახიფათო და პროვოკაციულია

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე სოხუმში სახიფათო განცხადებები კეთდება. დღეს აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ინალ არძინბას მიერ გაკეთებული განცხადება, თითქოსდა ამერიკელები გეგმავენ გადატრიალების მოწყობას საქართველოში, არის პროვოკაცია და ქართული სახელმწიფოს ინტერესების დაზიანებას ემსახურება, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებები, რეგიონში ომის გაღვივებას ემსახურება. დავითაიას მტკიცებით, როდესაც საქართველო დაბრუნდება ევროპულ ოჯახში ინალ არძინბა გახდება ჰააგის საერთაშორისო პროკურატურის და ინტერპოლის მიერ ძებნილი.

„ინალ არძინბა, რომელიც არის პუტინის გეგმების უსიტყვო შემსრულებელი, ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გამოირჩევა საქართველოსთან დაკავშირებული პროვოკაციული და სახიფათო განცხადებებით. მან დღეს განაცხადა, თითქოსდა ამერიკელები გეგმავენ საქართველოში გადატრიალების მოწყობას და თბილისში გამართული საპროტესტო აქციების მიზანი, რომელშიც ქართველი ახალგაზრდები მონაწილეობენ, „მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაა".

რუსეთის უშიშროების, „ფეესბეს“ კადრი ინალ არძინბა, რომელსაც მითვისებული აქვს ხელისუფლება და ანადგურებს თავის ერს და აფხაზეთის თვითმყოფადობას, არის ჩვენი სახელმწიფოს მტერი. მან კარგად იცის, რომ საქართველოში არც გადატრიალება იგეგმება და არც მეორე ფრონტის გახსნა და მისი განცხადებები მხოლოდ საქართველოს ინტერესების დაზიანებას და რეგიონში დაძაბულობის გაღვივებას ემსახურება.

პირიქით, ქართული საზოგადოება, ჩვენი ახალგაზრდები, ვთავაზობთ აფხაზებს და ვეუბნებით, რომ მხოლოდ ჩვენთან ერთად შეძლებენ ევროკავშირთან თანაცხოვრებას. მე მინდა დავპირდე ინალ არძინბას, რომ, როდესაც საქართველო დაბრუნდება ევროპულ ოჯახში და ეს აუცილებლად მოხდება, ინალ არძინბა გახდება ჰააგის საერთაშორისო პროკურატურის და ინტერპოლის მიერ ძებნილი, რომელმაც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კონსტიტუციური წყობა“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა