გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, გუშინდელი აქცია გამონაკლისი იყო, როცა ომბუდსმენის  აპარატთან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის გამოც, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია

სახალხო დამცველის მოადგილის, გიორგი ბურჯანაძის განცხადებით, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ წუთებამდე არც მათი ოჯახის წევრებისთვისაა ცნობილი და არც სახალხო დამცველის აპარატისთვის.

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, გუშინდელი აქცია გამონაკლისი იყო, როცა სახალხო დამცველის აპარატთან შინაგან საქმეთა სამინისტრო კონტაქტზე არ გამოდიოდა, რის გამოც, დაკავებულების ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

„დაკავებულები მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა დროებითი მოთავსების იზოლატორებში არიან გადანაწილებული. ჩემი კოლეგები ახლაც სხვადასხვა იზოლატორში არიან, მათ შორის, ქუთაისშიც არის რამდენიმე დაკავებული გადაყვანილი და ადგილზე ვნახულობთ, ასევე ბაკურიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში, გორში და სხვადასხვა ადგილებში არიან. ჩვენი მიზანია, დავაიდენტიფიციროთ დაზიანების შემთხვევები. ვნახეთ რამდენიმე შემთხვევა, როცა დაზიანება აღენიშნებათ დაკავებულებს, ეს დაზიანება, როგორც აცხადებენ, იმ დროს აქვთ მიღებული, როცა პოლიციის იურისდიქციის ქვეშ იყვნენ, მაგალითად, ზურა ჯაფარიძეს და ნიკა მოსიაშვილს დაზიანებები მას შემდეგ აქვთ მიღებული, რაც მათი დაკავება მოხდა და პოლიციის კონტროლის ქვეშ იყვნენ. რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაზიანება მაშინ მიიღეს, როცა გადაყვანა, კორდონში გატარება ხდებოდა, სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლების მიერ მოხდა მათთვის ამ დაზიანების მიყენება. ასევე, რამდენიმე დაკავებული საუბრობდა, რომ დაკავების პროცესში პოლიციის მხრიდან უმიზეზოდ გინება და შეურაცხყოფა იყო. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გუშინვე შევატყობინეთ რამდენიმე დაკავებულზე, მათ შორის, ზურა ჯაფარიძეზე. ერთ-ერთი დაკავებული ვნახე, რომელიც აღნიშნავდა, რომ სხვა ადამიანს როცა ურტყამდნენ, იმას იღებდა და ამ დროს დააკავეს. ყველაზე უცნაური შემთხვევაც ვნახეთ, ერთი ადამიანი, რომელიც ოქროყანიდან მოდიოდა, გზად გაიარა, საერთოდ სუფთა ტანსაცმელი ეცვა, არანაირი აქციის კვალი მას არ ეტყობოდა, ამ ადამიანის დაკავება ყოველგვარი მიზეზის გარეშე მოხდა. ბევრ დაკავებულს ადვოკატი არ ჰყავს, ამის შესახებ შესაბამის უფლებადამცველ ორგანიზაციებს შევატყობინებთ. 25 დაკავებული ვნახე, ზოგიერთი მათგანი სრულიად უმიზეზოდ არის დაკავებული. დაკავებულის ოჯახის წევრებმა არ იციან, სად არიან დაკავებულები, ეს არის აღმაშფოთებელი. ყოველთვის, როცა ასეთი დაკავებები ხდებოდა, შსს-დან ყოველთვის გვქონდა ინფორმაცია, გუშინდელი აქცია იყო სრულიად გამონაკლისი, რადგან შსს კონტაქტზე არ გამოდიოდა, დღემდე არ ვიცი ზოგიერთი დაკავებულის ადგილსამყოფელის შესახებ“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ახლად არჩეული სახალხო დამცველისთვის, ლევან იოსელიანისთვის აქციაზე კვერცხის სროლას.

„არ ვაკვირდებოდი, მე ვეფარებოდი მას და ვცდილობდი თავიდან ამეცილებინა აგრესია. სახალხო დამცველს საქმიანობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს. სახალხო დამცველი ისეთი თანამდებობის პირია, რომელიც მისი საქმიანობის გამო, ვიღაცას რაღაც მომენტში შესაძლოა, არ მოსწონდეს, მაგრამ სახალხო დამცველის როლია, მისი საქმიანობა შეასრულოს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა, სამართალდამცავების მხრიდან პროპორციული ძალა გამოყენებული, ბურჯანაძე ასე პასუხობს:

„სრულ პროპორციულობაზე ჩემი კოლეგები მუშაობენ და დეტალურად აანალიზებენ. იყო გარკვეული ინციდენტები, სადაც პროპორციულობის პრობლემა იყო, ამ შემთხვევაში, ალბათ, ეჭვგარეშეა, რომ ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი. ბუნებრივია, ამას დეტალური შესწავლა სჭირდება, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს კონკრეტულ ინციდენტებთან დაკავშირებით ინფორმაციას მივაწვდით და იმედი გვაქვს, ეს საკითხები მათი შესწავლის საგანი იქნება“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა