ინგა გრიგოლია - გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? არ გვეშინია ხელკეტების, გაზის გაშვების, რეზინის ტყვიების - პუტინის გზაზე ვერ შეგვაყენებთ!

გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? - ასე მიმართა ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ხელისუფლებას, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას.

როგორც გრიგოლიამ აღნიშნა, ჩალის ფასი აქვს ჟურნალისტის პროფესიას, თუ ის ყველაზე მთავარს, თავისუფლებას არ ემსახურება.

მისივე თქმით, "ხელისუფლება რუსულ კანონს იმიტომ იღებს, რომ ქვეყანაში თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს და ამით მათი კომფორტი არ დაირღვეს".

„დღეს აქ ყველაზე მაგარი ხალხია გამოსული და ამ ხალხის გვერდით ვარ მეც, როგორც ერთი მოქალაქე და ერთი ადამიანი. გუშინ ჩემთვის ტელევიზიიდან იმის ყურება, თუ როგორ დაგიპირისპირათ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წამება იყო. ეს იყო ტანჯვა. მე ჟურნალისტი ვარ, მაგრამ იმ წუთას ტელევიზიაში ყოფნა არ მინდოდა. აქ მინდოდა ყოფნა. მაწყნარებდა ის, რომ ჩემი შვილი და მისი მეგობრები აქციაზე იდგნენ.

ხელისუფლებას მინდა მივმართო - გამოიყვანეთ, აბა, სპეცრაზმი! ვის ეშინია თქვენი? აბა, ვის გვაშინებთ? ამ ახალგაზრდებს ვერ შეაშინებთ. აქ მათი მშობლებიც ვდგავართ და არ გვეშინია თქვენი ხელკეტების, გაზის გაშვების, რეზინის ტყვიების.

52 წლის ვარ და ჩემმა ცხოვრებამ და პროფესიამ მასწავლა, რომ ყველაზე ძვირფასი თავისუფლებაა. ჩვენს თავისუფლებას გაუმარჯოს! პუტინის გზაზე ვერ შეგვაყენებენ.

ახლა ვინც ტელევიზორებთან ზის და გვაქილიკებს, მინდა მათ ვუთხრა, რომ ატყუებენ, პუტინის კანონს იღებენ. იმიტომ აკანონებენ რუსულ კანონს, რომ თავისუფალი სიტყვა აღარ ისმოდეს და მათი კომფორტი არ დაირღვეს. ჩალის ფასი აქვს ჟურნალისტის პროფესიას, თუ ის ყველაზე მთავარს, თავისუფლებას არ ემსახურება“, - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
წინანდლის ფესტივალის მეექვსე სეზონი დასრულდა
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
ბოხუას ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
პანკავკასიური ორკესტრი - წინანდლის ფესტივალის სავიზიტო ბარათი