არცერთი ადამიანი არაა უკან დამხევი, აქ საქმე ეხება თითოეული ჩვენი შვილის ხვალინდელ დღეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, რთულია იმის პროგნოზირება, რა მოხდება, რადგან "ქართული ოცნება" დამოუკიდებლად არ იღებს გადაწყვეტილებებს.
"ბოლო ათწლეულების მანძილზე ასეთი პოლიტიკური კრიზისი არ დამდგარა, საქმე ეხება იმას, ვრჩებით თუ არა ქვეყნად, რომელსაც საქართველო ჰქვია, თუ გვაბარებენ ჩვენი ნების დაუკითხავად რუსეთს. ან რუსეთი, ან საქართველო. მე რასაც ვუყურებ ბოლო დღეების განმავლობაში, არცერთი ადამიანი არაა უკან დამხევი, აქ საქმე ეხება თითოეული ჩვენი შვილის ხვალინდელ დღეს. ამ დროს მარტოც რომ დარჩე ბრძოლაში, ბოლომდე იდგები. მთავარი ამოცანაა, ბრძოლა გავაგრძელოთ აბსოლუტურად ყველა პლატფორმაზე, რამდენჯერაც დაჭირდება იმდენჯერ გამოვალთ ჩვენი შვილების მომავლის დასაცავად.
ძალიან რთულია პროგნოზირება იმ დაჯგუფების, რომლის დამოუკიდებლობის ხარისხი გადაწყვეტილების მიღების დროს არის ნულოვანი. აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ დირექტივით და რა დირექტივა მოვა, ან როგორ განვითარდება მოვლენები რთული სათქმელია, ერთი ვიცი, რომ ეს ხალხი უკან არ დაიხევს", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.