გიორგი ვაშაძე აქციის მონაწილეებს მოუწოდებს, ალყა შემოარტყან პარლამენტს და მოახდინონ შენობის მშვიდობიანი პიკეტირება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოქალაქეებს მოუწოდა, ალყა შემოარტყან პარლამენტს და მოახდინონ შენობის მშვიდობიანი პიკეტირება.

შესაბამისი გადაწყვეტილება გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ გააცნო აქციის მონაწილეებს, რაც ხელისუფლებისადმი წაყენებული მოთხოვნების - გაიწვიოს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი და გათავისუფლდნენ გუშინდელ აქციაზე დაკავებულები, შესასრულებლად მიცემული ერთსაათიანი ვადა ამოიწურა.

"ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბიჯის გადადგმას, მშვიდობიანად და წყნარად და ეს გადაწყვეტილება არის ყველასი - აქ მდგომი საინიციატივო ჯგუფის, ახალგაზრდების, სხვადასხვა ორგანიზაციის და რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილებაზე ხელის აწევით კვლავ დავადასტუროთ თუ ეთანხმებით, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ.

შემდეგი ნაბიჯია ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც გეკუთვნით თქვენ. ეს ყველაფერი გავაკეთოთ მშვიდობიანად და მოვუწოდებ პოლიციას და სხვა ორგანოებს, არ დაუპირისპირდეთ მშვიდობიან მომიტინგეებს, ისე როგორც ეს გააკეთეთ გუშინ, ორივე მხრიდან გადავინაცვლოთ, დავიძრათ და უკანა და გვერდითა შესასვლელებთან გავლაგდეთ პარლამენტის გარშემო.

მეორე საკითხი - ხვალ აპირებენ პარლამენტის სესიის ჩატარებას, ჩვენ მოგვიწევს ყველამ ერთად, არ ჩავატარებინოთ სესია, მოვახდინოთ მშვიდობიანი პიკეტირება მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ. გთხოვთ, ხელის აწევით დამიდასტუროთ თანხმობა ამ სამოქმედო გეგმაზე.

მშვიდად და წყნარად გადავდივართ პარლამენტის ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. ჩვენც თქვენთან ერთად ვიქნებით და მოვაქციოთ პარლამენტი ალყაში, რომელიც უნდა ემსახურებოდეს ხალხს და არა რუსული ინტერესების გატარებას ქვეყანაში, წავედით დავიძარით",- მიმართა ვაშაძემ მოქალაქეებს.

გიორგი ანთაძე - „ქართული ოცნების“ პოზიციები ჯერ კიდევ ძლიერია იმისთვის, რომ მის ტოტალურ მარცხზე ვისაუბროთ
ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა