ხატია დეკანოიძე - ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ტალღა, რომელიც არსებობს და ბოლო არ უჩანს იმდენი რაოდენობითაა

ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ტალღა, რომელიც არსებობს და ბოლო არ უჩანს იმდენი რაოდენობითაა, - ამის შესახებ ე.წ. აგენტების კანონპროექტების საწინააღმდეგო აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

ხატია დეკანოიძის თქმით, ქვეყანა უახლოვდება რუსეთს ყოველდღიურად და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„პირველი მოსმენით მიიღეს კანონი და რამხელა პროტესტი გამოიწვია ახალგაზრდებში და ვერავინ ვერ იტყვის იმას, რომ ვინმეს ორგანიზებულები არიან. ეს არის ხალხის ხმა, ხალხის ტალღა, რომელიც არსებობს და ბოლო არ უჩანს იმდენი რაოდენობითაა.

ძალიან მძიმე გამოწვევა გვაქვს იმ კონტექსტში, რომ ვუახლოვდებით რუსეთს ყოველდღიურად და ეს არის ბიძინა ივანიშვილის დამსახურება და იმ ადამიანების, ვინც გადაწყვიტა, რომ საქართველოს დემოკრატია საბოლოოდ მოკლას და ეს რუსული კანონი შემოიტანოს. ეს გამოწვევა არ არის მოკლევადიანი, გრძელვადიანია და მე არ მგონია, რომ ივანიშვილის ხელისუფლება არის ის ხელისუფლება, რომელიც ამ ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს. არ სჭირდება, შეუთავსებელია მისი მმართველობა ევროპულ სტანდარტებთან და ამიტომაც აკეთებს ყველაფერს, რომ გააკონტროლოს ყველა და აგენტებად შერაცხოს, ვინც ეხმარება საქართველოს მოქალაქეებს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პაატა ზაქარეიშვილი - აფხაზეთში ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება, ამიტომ საჭიროა ამ თემებზე ჩვენი მხრიდან მეტი ყურადღება და ანალიზი
ქართული პრესის მიმოხილვა 05.09.2024
ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ ევროპული სტანდარტის ფიტნეს დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება