გიგა ბოკერია - გამოსავალი არის მხოლოდ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა - უნდა გავზარდოთ მშვიდობიანი პროტესტი რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით

გამოსავალი არის მხოლოდ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონის ინიცირებით ხალხმა "ქართული ოცნების" რეალური სახე დაინახა.

"ეს კანონი არის ამ რეჟიმის ბუნების ერთ-ერთი ყველაზე მახინჯი გამოვლინება, თორემ რომც გაიწვიოს უკან კანონი, ჩვენ ძალიან დიდი შარში და უბედურებაში ვართ.

ჩვენ გვყავს, რეჟიმი, რომელსაც შეეძლო დაეყენებინა საკითხი ისე, როცა სამიზნეა ამერიკა და ევროპა და არა პუტინის რუსეთი. მშვიდობის დროშის ქვეშ მარტო გტოვებენ პუტინის რუსეთის წინააღმდეგ, დაუცველს და ესაა ყველაზე დიდი პრობლემა.

ეს კანონი არის ილუსტრაცია ბევრი საქართველოს მოქალაქისთვის, ვინც აქამდე განსხვავებულად ხედავდა ამ რეჟიმს და ამ კნონის შედეგად დაინახა მათი სახე. საკითხი ასე უნდა დავსვათ, გამოსავალი არის მხოლოდ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა. ქართველმა ხალხმა ამ ყველაფერს უნდა უპასუხოს კონსენსუსის კიდევ უფრო გაფართოებით ამ რეჟიმის შეცვლის გარშემო. კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ აქაც და ყველგან მშვიდობიანი პროტესტი ამ რეჟიმის შეცვლის მოთხოვნით", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას