„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე სამართალდამცველებს მოუწოდებს, არ გამოიყენონ გადამეტებული ძალა.
ვაშაძე პარლამენტის შენობის უკანა მხარეს იმყოფება, სადაც აქციის მონაწილეებმა რკინის ბარიკადი დაშალეს, რის შემდეგაც მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.
„სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ. პოლიციას მოვუწოდებ, არ გამოიყენოს გადამეტებული ძალა“,- განაცხადა ვაშაძემ.
აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ, გიორგი ვაშაძის მოწოდების შემდეგ პარლამენტის შენობა ალყაში მოაქციეს. მომიტინგეებმა შენობის უკანა მხარეს განთავსებული რკინის ბარიკადები დაშალეს, რის შემდეგაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების მიმართულებით წყლის ჭავლი და ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა.