„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ბრძოლა გაგრძელდება იქამდე, სანამ ქართველი ხალხი არ გაიმარჯვებს.
როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს რუსთაველის გამზირზე განუცხადა, ყველაფერზე პასუხისმგებელი „რუსული ოცნებაა“.
„ბრძოლა გაგრძელდება ხვალაც და მანამ, სანამ გამარჯვებას არ მოიპოვებს მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. სრული პასუხისმგებლობა იმაზე, რომ კონსტიტუცია დაღეჭეს, „რუსულ ოცნებას" ეკისრება“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.