სალომე ზურაბიშვილი - ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა

ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება, გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო, ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში მოხდა, არავის სჭირდება და ის ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. პრეზიდენტის შეფასებით, ასევე რუსულ პოლიტიკას ჰგავს ის, რომ პარლამენტთან თავისუფალი ნების გამოსახატად მისული ადამიანების პროტესტს ახშობენ.

„ახლა არ არის ამ კანონის საჭიროება, ეს კანონი არსაიდან მოდის. არავის მოუთხოვია ის, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების მეტი რეგისტრაციის საჭიროება და ამ კანონის წარმოდგენა და ამ ადამიანებისთვის „უცხოური გავლენის აგენტების“ წოდება ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას. ძალიან ჰგავს რუსულ პოლიტიკას, როდესაც ადამიანების ნების თავისუფალი გამოხატულების საპასუხოდ ხდება პროტესტის ჩახშობა. ეს ადამიანები საქართველოს პარლამენტის წინ მოდიან მშვიდობიანად და მოითხოვენ ერთადერთ რამეს, რომ ეს კანონი გაწვეულ იქნას, რომელზეც მომავალ დღეებში, დიდი ალბათობით, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ასეთ კანონს დამოუკიდებლად არსებობის უფლება არ აქვს.

ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ მათ აქვთ ბოლო შანსი, შეამცირონ საზოგადოებასთან არსებული უფსკრული, რომელიც სულ უფრო ფართოვდება. მათ აქვთ უკანასკნელი შანსი, აჩვენონ, რომ ისინი არ არიან პრორუსული ძალა, მათ აქვთ უკანასკნელი შანსი აჩვენონ, რომ ის, რასაც სიტყვით გამოხატავენ, რომ არიან პროევროპელები, არის არა მხოლოდ სიტყვა, არამედ რეალურად არის ის, საითაც მიდიან. მე მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან. გუშინაც მივმართე მოსახლეობას, რომ მხარს ვუჭერ იმას, რაც ხდება, რადგან ვფიქრობ, რომ საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ გვყავს უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება, ვიდრე, სამწუხაროდ, ხელისუფლებები გვყოლია. ამ საზოგადოებას აქვს უფლება გამოხატოს თავისი ნება, აქვს უფლება თქვას, რომ მას სურს ევროპა და ვაპირებ ამას მხარი დავუჭირო ჩემი მაქსიმალური შესაძლებლობით და ერთ-ერთი ასეთი არის უცხოელ ლიდერებთან საუბარი, უცხოურ მედიასთან საუბარი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება