პაატა დავითაია - ხელისუფლებამ უნდა  გამოიწვიოს კანონი და შეწყვიტოს პროცესის ესკალაცია - დაძაბულობა, რომელიც  კანონის მიღების შემდეგ  შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს

საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული გადაჭარბებული ძალა. ხელისუფლებამ უნდა შეაჩეროს მომიტინგეების დარბევა. სამართალდამცავი სტრუქტურები პასუხისმგებლები არიან თითოეული მომიტინგის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, - ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ პაატა დავითაიამ განაცხადა.

ხელისუფლება უნდა გადავიდეს კონსტრუქციულ რეჟიმში და დაიწყოს დიალოგი მომიტინგეებთან, რადგან ყოველი ქმედება, რომელიც ხორციელდება ხელისუფლების მხრიდან რუსთაველის გამზირზე, აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს, ჩვენს სწრაფვას დასავლეთისკენ და იმ ღირებულებებს, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით.

ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ შეაჩეროს პროცესების ესკალაცია, შეასრულოს საზოგადოების, ჩვენი ახალგაზრდების, აგრეთვე ევროკავშირის ყველა განშტოების, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის და ყველა ჩვენი პარტნიორის მოთხოვნა - გაიწვიოს პირველი მოსმენით მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ . დაძაბულობა, რომელიც ამ კანონის მიღების შემდეგ შეიქმნა ჩვენს ქვეყანაში, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს პაატა დავითაია, რმელსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა