პარტია „საქართველოსთვის“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ბორჯომის საკრებულოს წევრი, კოკა კობალაძე დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.
როგორც პარტიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ პარტიის წევრი უკანონოდ დააკავა.
„ახლახანს პოლიციამ უკანონოდ დააკავა პარტია „საქართველოსთვის“ ბორჯომის საკრებულოს წევრი კოკა კობალაძე. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებული”, - წერს პარტია „საქართველოსთვის“ სოციალურ ქსელში.