9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

ამის შესახებ პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას.

ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიასა და პარლამენტის წევრებზე.

შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.

ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა