ანა წითლიძე - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს

ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, „სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია“.

„რუსული კანონი პარლამენტიდან გაიწვიეს! მას შემდეგ რაც შვილები დაგვისისხლიანეს და გაზით დაგვიწამლეს! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

მაგრამ არ დაგავიწყეთ რომ რუსული ხელისუფლება გვყავს ჯერ კიდევ სათავეში, რომელსაც ხალხის მოტყუება არაფრად უღირს და ეს უკვე ვნახეთ.

სანამ ეს რუსული ხელისუფლება გვყავს საქართველოს ევროპული კურსი საფრთხეშია! სასწრაფოდ გაათავისუფლეთ დაკავებულები!- წერს წითლიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს, „ხალხის ძალისა“ და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებას გავრცელდა, სადაც აღნიშნავენ, რომ „ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვევენ მათ მიერ მხარდაჭერილ კანონპროექტს“.

სერგი კაპანაძე - კონფლიქტების თემებზე ჩვენს საზოგადოებაში უნდა არსებობდეს ფართო კონსენსუსი და დიალოგის დაწყებამდე ჩვენ თავად უნდა გვქონდეს განსაზღვრული, რისი მიღწევა გვსურს დიალოგის შედეგად
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2023
ნაზილბე BDO Digital-თან პარტნიორობით მერჩანდაიზინგის თანამედროვე სისტემას ABM Shelf-ს ნერგავს
„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ ფონდების მხარდაჭერით ნოდარ დუმბაძის საიუბილეო წიგნები გამოიცა
რივერ პარკი - Index | Wealth Management-ის ახალი პროექტი
სილქნეტი - საქველმოქმედო გალა-ვახშამი და „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ანგარიში
თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი  გაიხსნა
ახალი წლის მოლოდინი და 2024 წლის ტენდენციები