ტერაბანკის ახალი პროდუქტი - Start Up ბიზნეს სესხი

ტერაბანკი, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს, Start Up სესხის პროგრამას სთავაზობს, რომელიც სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სუბსიდირების პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება.

წარმოება, ტურიზმი, მედიცინა და განათლება - ეს ის პრიორიტეტული სფეროებია, რომლებიც Start Up ბიზნეს სესხის პროგრამის მხარდაჭერით დაფინანსდება. სესხის თანხა 50,000 ლარიდან 300,000 ლარამდეა გათვალისწინებული, რის ფარგლებშიც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს როგორც პროცენტის ნაწილობრივ სუბსიდირებას, ასევე სესხისთვის წარსადგენ უზრუნველყოფაში 80%-მდე თანამონაწილეობას. აქვე აღსანიშნავია, რომ სესხი გაიცემა მხოლოდ სამომავლო შემოსავლების გათვალისწინებით, რაც უმთავრესი ბენეფიტია როგორც მიკრო, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისათვის.

Start Up ბიზნეს სესხის პროგრამა განკუთვნილია ბიზნესის წამოწყებისათვის ან/და არსებულის გაფართოება გადაიარაღებისათვის. პროდუქტით სარგებლობისათვის აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა დააკმაყოფილოს როგორც ტერაბანკის, ასევე, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამითგათვალისწინებული კრიტერიუმები.

აღნიშნული პროგრამის ინიცირებით ტერაბანკი ხელს უწყობს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/Startupbusinessloan

(R)

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე